საზოგადოება
09.12.2022 14:56
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში „ზამთრის საოცრებათა ბაზრობა“ მოეწყობა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ზამთრის საოცრებათა ბაზრობა“ მოეწყობა.
ღონისძიება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში, ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აქტივობა 10 დეკემბერს 12:30-დან 17:00 საათამდეა ჩანიშნული. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ცნობისთვის, 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, ხოლო ორი წლის შემდეგ 10 დეკემბერი გაერომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
დეკლარაცია გარანტირებულად იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. შემდგომში კი ამ აქტმა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა საფუძველი.
კვირის ამბები