საზოგადოება
08.12.2022 15:14
სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლის უქმე დღეები უკვე დადგენილია, მათ შორის, ცნობილია არდადეგების პერიოდიც.

როგორც GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა, მიმდინარე სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და მომავალი წლის 15 იანვარს დასრულდება, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვრიდან განახლდება.
კვირის ამბები