ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში „უსაფრთხო სკოლის მენეჯერის“ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო რეჟიმს გულისხმობს. კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით); სასურველია ანალოგიურ ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 12 დეკემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 13 დეკემბერია მითითებული.
მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და „უსაფრთხო სკოლის მენეჯერის“ პოზიციაზე დარეგისტრირდეს. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: განაცხადების გადარჩევა; გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 599 92 70 94