საზოგადოება
08.12.2022 13:01
მამაკაცის სახელფასო ანაზღაურება საქართველოში ქალის საშუალო ხელფასს აღემატება

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გენდერულ ჭრილში გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია დასაქმებულთა ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული მამაკაცების საშუალო ანაზღაურება აღემატება ქალების ანაზღაურებას.

  • მსხვილ საწარმოებში დასაქმებული მამაკაცების საშუალო სახელფასო ანაზღაურება - 1 737 ლარი; ქალების ანაზღაურება - 1 238;
  • საშუალო საწარმოებში დასაქმებული მამაკაცების საშუალო სახელფასო ანაზღაურება - 1 892 ლარი; ქალების ანაზღაურება - 1 254;
  • მცირე საწარმოებში დასაქმებული მამაკაცების საშუალო სახელფასო ანაზღაურება - 1 196 ლარი; ქალების ანაზღაურება - 751;
კვირის ამბები