08.12.2022 12:47
მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებში დასაქმებულთა შორის კაცები ჭარბობენ - საქსტატი
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა დასაქმებულთა შესახებ განახლებული სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა გენდერულ ჭრილში.
საქსტატის აღნიშნული ინფორმაციის თანახმად:
- მსხვილ საწარმოებში დასაქმებულია 158 000 კაცი და 127 000 ქალი;
- საშუალო საწარმოებში დასაქმებულია 84 000 კაცი და 63 000 ქალი;
- მცირე საწარმოებში დასაქმებულია 189 000 კაცი და 124 000 ქალი.