გორში, წმინდაწყლის დასახლებაში კიდევ ერთი სპორტული სივრცე მოეწყო. სპორტული მოედანი მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
პროექტის მიხედვით, მოეწყო მწვანე საფარი, ლითონის ღობე და ჭიშკარი, მოედანზე დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“-ის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამით დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა.
როგორც ცნობილია სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
2022 წელს, მუსხელიშვილის ქუჩის გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 8 სპორტული მოედანი მოეწყო.