საინტერესო ამბები
07.12.2022 11:49
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2023 კურდღლის წელია - რას გვპირდება კურდღელი

აღ­მო­სავ­ლუ­რი კალენდრის მიხედვით, 2023 - კურ­დღლის წელია, უფრო ზუსტად კი, ასტროლოგთა ნაწილი წყლის ლურ­ჯი კურ­დღლის წელს უწოდებს, ნაწილი კი - შავი კურდღლის წელს.

ასტროლოგების ინფორმაციით, კურდღელი არის ოჯა­ხის, ბავ­შვე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის სიმ­ბო­ლო. კურ­დღელს უყ­ვარს იმ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი. სურს, ისე იყოს, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა.

2023 წელი მოგ­ვი­ტანს მშვი­დო­ბას და ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბას. ბო­ბო­ქა­რი და აქ­ტი­უ­რი ვე­ფხვის წლის შემ­დეგ, სამ­ყა­რო და­წყნარ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აღ­დგე­ნა, დას­ვე­ნე­ბა რუ­ტი­ნის­გან.

კურ­დღლის ენერ­გე­ტი­კა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. პარტნი­ო­რებს შო­რის მო­ი­მა­ტებს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რო­მან­ტი­კა, ჰარ­მო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სა­უ­კე­თე­სო წე­ლია ქორ­წი­ნე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად, არ­სე­ბუ­ლის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ის, რა­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი ჩა­ი­ფიქ­რე­ბენ, აუს­რულ­დე­ბათ. ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით შეძ­ლე­ბენ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვას, მთა­ვა­რია, გულ­წრფე­ლი იყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და პარტნი­ო­რის მი­მართ. გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც კი, სა­დაც გრძნო­ბე­ბი მიძინებული იყო.

2023 წელს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია.

რომელ წელში დაბადებულს რა ელის 2023-ში

კატა/კურ­დღე­ლი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კურ­დღე­ლი (კატა) თქვე­ნი წლის მმარ­თვე­ლია, წარ­მა­ტე­ბის­თვის სერიოზული გარ­ჯა მო­გი­წევთ. თუ და­ფიქ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დებთ, ყვე­ლა მი­ზანს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

სა­უ­კე­თე­სო წე­ლია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. იან­ვრი­დან ზა­ფხუ­ლის შუა პერიოდამ­დე მი­ი­ღებთ პერ­სპექ­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს.

ვირ­თხა

2023 წელი საკ­მა­ოდ მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გექ­ნე­ბათ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ან სამ­სა­ხუ­რის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ გე­ლო­დე­ბათ. იყა­ვით თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, არ გა­ამ­ხი­ლოთ იდე­ე­ბი, მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, სა­ნამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ცია და მო­შურ­ნე­ე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან. ივ­ლი­სიდან დე­კემ­ბრის შუ­ა­ პერიოდამდე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია საქ­მი­ან სფე­რო­სა და ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუმ­ცა, წლის ბო­ლოსმდე შეძლებთ ყველაფრის დარეგულირებას.

ხარი

იღ­ბლი­ა­ნი და წარმატებული წელი გე­ლო­დე­ბათ. იან­ვრიდან ივლისამდე პერიოდი გამორჩეულად ნაყოფიერია და უამ­რავ მსხვილ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ირგვლივმყო­ფებ­თან, კო­ლე­გებ­თან ოჯახის წევრებთან.

ვე­ფხვი

სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე და ძალზე საინტერესო წელი გე­ლო­დე­ბათ. მოსალოდნელია წარ­მა­ტე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში, ფი­ნან­სური მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ვეფხვი გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი იჯ­დეს, უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი მო­ი­ფიქ­როთ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში.

ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი და თემა წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­აგ­ვა­რეთ. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ნუ და­ე­ლო­დე­ბით სხვის­გან დახ­მა­რე­ბას, სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­ხმა­რე თა­ვად უნდა იყოთ და ამ ყველაფრის ფონზე, წლის ბოლოს სა­კუ­თა­რი თა­ვით და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბით საკმაოდ კმაყოფილი იქნებით.

ცხე­ნი

კურდღლის წელი ცხენისთვის შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბით და საქ­მე­ებ­ში გარკვეული ­ შე­ფერ­ხე­ბე­ბით და­ი­წყოს, გარ­თულ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სამ­სა­ხუ­რის ან ამჟამად არ­სე­ბუ­ლი პოზიციის შეცვლა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ წელს მე­ტად და­ის­ვე­ნებთ, გა­მო­ნა­ხავთ დროს მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მოსალოდნელია გაუმჯობესება - მარტოხელებისთვის ამ წელს დაოჯახების დიდი პერსპექტივაა.

ყურადღება გმარ­თებთ ივ­ლი­სი­დან-დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პერიოდში, როცა მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი სამსახურებრივ პარტნიორებთან.

თხა

კურ­დღე­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­ში, მო­ხიბ­ლოთ ის, ვის მი­მარ­თაც არ ხართ გულ­გრი­ლი. ერ­თდერ­თი, რა­საც ასტროლოგები გირჩევენ, მნიშვნელოვანია, რომ მო­თო­კოთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი და არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას. ნერ­ვი­უ­ლო­ბა და სტრე­სი შე­ამ­ცი­რეთ. წლის ბო­ლოს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

მა­ი­მუ­ნი

კურდღლის წელი ნაყოფიერია მაიმუნისთვის. შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გრა­ფი­კი, რათა ყველ­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროთ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ სხვადასხვა პროექტზე ჯგუფურად იმუ­შა­ვებთ. შე­მოდ­გო­მით მოსალოდნელია კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, და­წი­ნა­უ­რე­ბა. გა­მო­ა­ჩი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა იქ, სა­დაც სა­ჭი­როა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჩა­ერ­თვე­ბით მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტებ­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბათ და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ.

დრა­კო­ნი

დრაკონისთვის კურ­დღე­ლის წელი არ იქ­ნე­ბა ისე­თი და­ძა­ბუ­ლი, რო­გო­რიც ვე­ფხვის წელი იყო. მო­ი­მა­ტებს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას მე­ტად ნა­თელ ფე­რებ­ში შე­ხე­დავთ. ის­წავ­ლით ემო­ცი­ე­ბის კონ­ტროლს. სა­სურ­ვე­ლია, მე­ტად იზ­რუ­ნოთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მცი­რე სიმპტომ­საც კი ნუ და­ტო­ვებთ უყუ­რა­დღე­ბოდ. მოიცილეთ ის ყველაფერი, რაც ხელს გიშ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, მათ შორის ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, ვის­ზეც ემო­ცი­უ­რად ხართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იძაბებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გვე­ლი

2023 წელს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გე­ლით წარ­მა­ტე­ბა. მო­გე­ცე­მათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის, არ­სე­ბუ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პერიოდში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, რომ და­ი­წყოთ პი­რა­დი ბიზ­ნე­სი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი. გველის წელში დაბადებულ ზო­გ პირს გე­ლო­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.

მა­მა­ლი

ეს წელი სა­უ­კე­თე­სოა მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად. უნდა აით­ვი­სოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მე­ტად უნდა გა­თა­ნა­მედ­როვ­დეთ. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბებ­ში, ავან­ტი­უ­რა­სა და მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ კონ­კუ­რენ­ტებს არ სძი­ნავთ და თქვე­ნი ერთი არას­წო­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მათი გა­მარ­ჯვე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. აგ­ვის­ტო­დან დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ფრთხი­ლად იყა­ვით საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან, ნუ შე­იქ­მნით ილუ­ზი­ებს. ენ­დეთ მათ, ვი­საც თქვენ­თვის არას­დროს უღა­ლა­ტია ან, თუ ასეთი არ გყავთ, უმ­ჯო­ბე­სია, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი გქონ­დეთ.

ძაღ­ლი

მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ნუ გა­და­უხ­ვევთ არ­ჩე­უ­ლი გზი­დან და დასახული გეგმიდან, საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას და­აკ­ვირ­დით დე­ტა­ლებს, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ. იან­ვრი­დან ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პერიოდში მეტი აქტიურობა გმართებთ, რომ კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ რჩევებს მიიღებთ გა­მოც­დილი პირებისგან.

ტახი

წარ­მა­ტე­ბა გე­ლით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მაგრამ, ამასთანავე, მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. ივ­ლი­სი­დან წლის ბოლომდე მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა და და­წყვი­ლე­ბა, ამასთანავე, მოსალოდნელია ახალ სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლა ან და­წი­ნა­უ­რე­ბა.

კვირის ამბები