გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ძლიერი სოფლის პროგრამის“ რეგიონულ კოორდინატორებს შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და პროგრამის განხორციელებისას ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის აუცილებელობაზე ისაუბრეს.
„23.75 მილიონი აშშ. დოლარის ღირებულების ხუთწლიანი „ძლიერი სოფლის პროგრამის“ მიზანი ე. წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის და მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალ ბაზრებთან წვდომას, ბაზრის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას, შემოსავლების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. „ძლიერი სოფლის პროგრამა“ მხარს უჭერს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შექმნას და განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სააგენტოს წარმოამდგენლებს, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით, მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის და განაცხადა, რომ გორის მერია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ე. წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.