საზოგადოება
07.12.2022 10:56
გორში, ავტოსადგურის მიმდებარედ გარე განათების ახალი სისტემა მოეწყო

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურის მიმდებარედ გარე განათების ახალი სისტემა მოეწყო.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, გზის 740-მეტრიან მონაკვეთზე 112 ენერგოეფექტური ლედნათურა და გარეგანათების 56 ლითონის ბოძი დამონტაჟდა.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, გარეგანათებასთან ერთად სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზანი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები