ტურიზმი
06.12.2022 12:29
2022 წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტს 243 347 ვიზიტორი ეწვია, მათგან 194 374 - უცხოელი ტურისტი
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 16 578 ვიზიტორი ეწვია.
რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ჯამში, გასული 11 თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 243 347 დამთვალიერებელი სტუმრობდა, აქედან 194 374 - უცხოელი.

„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალში - 4457, მარტში - 6 674, აპრილში - 12 765, მაისში - 30 693, ივნისში -37 582, ივლისში - 36 600, აგვისტოში - 31 467, სექტემბერში - 32 826, ოქტომბერში კი 28 737 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 48 973 პირი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები