საზოგადოება
05.12.2022 15:46
ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში ვაკანსიას აცხადებს
შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა გორში ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 4 საათიან სამუშაო რეჟიმს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას VII – VIII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 10 დეკემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები