სპორტი
05.12.2022 12:39
გორის სპორტის სასახლეში ფრენბურთში ევროპის ზონალური ჩემპიონატი მიმდინარეობს
გორის სპორტის სასახლე ფრენბურთში 17-წლამდე ვაჟებს შორის ევროპის ზონალურ ჩემპიონატს მასპინძლობს.
ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებთან ერთად უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის და ესტონეთის გუნდები ასპარეზობენ.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში გორელი ფრენბურთელი დავით კოკოშვილიც ირიცხება.

7 დეკემბრიდან კი, გორის სპორტის სასახლეში, 2022-2023 წწ. სეზონის მატჩები ჩატარდება, რომელშიც გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტული სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებულ ვაჟ ფრენბურთელთა გუნდთან ერთად ცაგერის, სამტრედიის, ქუთაისის, ბათუმის, ყვარელის, სტუ-ს და KSW-ს გუნდები ითამაშებენ.
კვირის ამბები