საზოგადოება
05.12.2022 12:34
გორის მერია „ეტალონის“ გამარჯვებულ მოსწავლეს და კლასის დამრიგებელს 100-ლარიან სტიპენდიას გადასცემს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატ „ეტალონის” გამარჯვებულისთვის დაწესებულ ერთწლიან 100-ლარიან სტიპენდიას გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ზაზა აბისონაშვილი და მისი კლასის დამრიგებელი მიიღებენ.
ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა უმასპინძლა, მიღწეული წარმატება მიულოცა და შესაბამის სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

GMnews-ის ინფორმაციით, გორის ეტალონ მოსწავლესთან ერთად, ჩემპიონატის მეორე და მესამე საპრიზო ადგილები ასევე მე-12 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა იანი სტეფანიანმა და ნინი მაისურაძემ დაიკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ,,ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსი 25 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსის მესამე ფინალური ეტაპი საქართველოს „ეტალონი“ მოსწავლის გამოსავლენად მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტჩემპიონატი „ეტალონი“ ყოველწლიურად იმართება.
ინტელექტუალური ჩემპიონატის მიზანი ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება და წახალისებაა.
კვირის ამბები