05.12.2022 12:28
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ზარდიანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ზარდიანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ზარდიანთკარში დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს 1 800 000 ლარი გამოუყო.
„2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ 28 საცხოვრებელი სახლის აღდგენის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. სახლების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიიღო“, - აცხადებენ მერიაში.