საზოგადოება
04.12.2022 21:43
25 დეკემბერს გორში საშობაო ბაზრობა გაიმართება

25 დეკემბერს,  12:00 საათზე,  გორის ციხესთან მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში საშობაო ბაზრობა გაიმართება. ღონისძიება გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით ჩატარდება. ორგანიზატორთა ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე ყოველი ნივთი და ნაწარმი გაყიდება სიმბოლურ ფასად, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს დაშეგროვილი თანხით საშობაოდ დაეხმარებიან გაჭირვებილ ოჯახებს.

,,2022 წლის 25 დეკემბერს, კვირას, დღის 12 საათზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალისა და გორის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით, იაკობ  გოგებაშვილის სახელობის სკვერში (გორის ციხესთან) გაიმართება ტრადიციული  საშობაო ბაზრობა. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ეხერხება ქსოვა, ქარგვა, რეწვა ან სხვა ლამაზი ხრლნაკეთი ნივთების შექმნა. ასევე მათაც, ვინც ამზადებს საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, მარინადს, თაფლს, ღვინოსა და სხვა სახის პროდუქტებს.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია საახალწლო თემატიკის სათამაშოთი, აქსესუარით, მისალოცი ბარათით და წიგნით ან სხვა ნივთით.

მონაწილეობის წესები:

ყოველი ნივთი და ნაწარმი გაყიდება სიმბოლურ ფასად, მეპატრონე მიიღებს ფინანსურ სარგებელს და სურვილისამებრ გაიღებს შესაწირს (სკვერის ცენტრში დაიდგმევა ყუთი და როგორც ადრე, შემოსული თანხით საშობაოდ დავეხმარებით მრევლის ყველაზე გაჭირვებილ ოჯახებს).

მონაწილეთა საყურადღებოდ:

ჩაიცვით თბილად და იქონიეთ თერმოსი ცხელი სასმელით.

დეტალური ინფორმაციისათვის: 598 11 88 50 - ალექსანდრე“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები