გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ დაიკლებს და 10 დღის განმავლობაში, ღამის საათებში ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დღისითაც და 5 და 6 დეკემბერს, გორში მხოლოდ +1 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი თოვლის სახით.
კიდევ უფრო დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებსა და მაღალი ზონის დასახლებებში.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მთიან ზონას, სოფლებში: ბობნევი, ქვემო და ზემო ბოშური, ორმოცი, ლევიტანა, 3 დეკემბერს მოთოვა და ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის საფარი 15-20 სანტიმეტრს აჭარბებს.
,,გორის მაცნე" გთავაზობთ გორის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში გადაღებულ ფოტოებს.