კულტურა
02.12.2022 14:44
„ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“ – 3 და 4 დეკემბერს, გ. ერისთავის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართება

ხვალ და ზეგ, 3  და 4 დეკემბერს,  გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. მაყურებელი ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს იხილავს.

„ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“, - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელშიც გორის თეატრის  წამყვანი მსახიობები - მარი არღუთაშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

ერთმოქმედებიანი ტრაგედია 2008 წლის ომზე და ზოგადად, ომის სისატიკეზე გვიყვება. პიესა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა და მასში გამოყენებულია უშუალოდ ომის პერიოდში, საბრძოლო მოქმედებების დროს  გაგზავნილი სატელეფონო მიმოწერები.

სპექტაკლი დიდ სცენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

კვირის ამბები