საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადის წარდგენის ვადა იწურება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ახალგაზრდებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 5 დეკემბერს 18:00 საათამდე, ელექტრონულ პორტალზე: socreg. mes. gov. ge შეეძლებათ.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, წელს, პირველად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახალი ონლაინ სარეგისტრაციო პორტალი შეიქმნა, რამაც ახალგაზრდებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა.