საზოგადოება
01.12.2022 15:23
ტყვიავში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი

 

ცოტა ხნის წინ, სოფელ ტყვიავში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 1966 წელს დაბადებული მამაკაცია. მთლიანობაში, ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველთა თქმით, თავდაპირველად ცეცხლი სწორედ გარდაცვლილის სახლში გაჩნდა, შემდგომ კი მეზობლების სახლებზე გავრცელდა.

როგორც „გორის მაცნეს“ ტყვიავში განუცხადეს, მამაკაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ერთ-ერთი ვერსიით ხანძრის გაჩენა სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო ქარმაც. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

კვირის ამბები