სპორტი
01.12.2022 13:40
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელი სპორტსმენები ყაზახეთში იასპარეზებენ
1-2 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში ნურკენ აბდიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნის მოჭიდავეები იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ლუკა ჯანეზაშვილი, ლუკა ხაინდრავა, თემურ ბერუაშვილი, ომარ გაზაშვილი და ედუარდ პოღოსიანი მიიღებენ მონაწილეობას.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გორელი მოჭიდავეები რამდენიმე დღეა ერთობლივ საწვრთნელ-სავარჯიშო შეკრებას გადიან ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში, სადაც გორელი ცნობილი სპეციალისტი, ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით პოღოსიანი დაახლოებით ერთი წელია, რაც მწვრთნელ-კონსულტანტად მუშაობს.
ცნობისთვის, ნურკენ აბდიროვი (1919-1942 წწ.) გმირი მფრინავია, რომელმაც თვითმფრინავით „Ил-2“ მოწინააღმდეგის რამდენიმე ტანკი გაანადგურა, ხოლო 1942 წლის 19 დეკემბერს სოფელ კონკოვთან მისი თვითმფრინავი დაიწვა.
კვირის ამბები