შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიება გაიმართება
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
„კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, აქტივობა ხვალ, 2 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში მოეწყობა. რაც შეეხება ღონისძიების პროგრამას, დაგეგმილია შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოქმედებითი საღამო ცენტრის აღსაზრდელების მონაწილეობით.
„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან. წელს აღნიშნული ღონისძიება 2 დეკემბერს დავგეგმეთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეიძინოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრები და ამით კიდევ ერთხელ თანადგომა გამოხატოთ მათ მიმართ“, - ნათქვამია „კეთილდღეობისა და განვითარების“ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.