ბოლო პერიოდში ძალზე იმატა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა და შესაბამისად - მომართვიანობამ. არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში კიდევ უფრო მოიმატებს ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტ ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ განუცხადა.
ლაზარაძის ინფორმაციით, ამჟამად, ძირითადად, გავრცელებულია ადენოვირუსი, გრიპის A და B ტიპი და რესპირატორულ-სინციტური ვირუსი.
,,ბოლო პერიოდში ძალზე იმატა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა და შესაბამისად - მომართვიანობამ. თითქმის ყოველდღიურად, სტაციონარული საწოლები სრულად ივსება, თუმცა, ვითარებას სტაბილურად ვმართავთ და პრობლემები არ შეგვქმნია. სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით, დეკემბერ-იანვარში, როდესაც უფრო მეტი ვირუსული ინფექცია იქნება, მიმართვიანობაც კიდევ უფრო მოიმატებს.
NCDC-ის პროგნოზით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, მოსალოდნელია შემთხვევების მატება.
ამჟამად, ძირითადად, გავრცელებულია ადენოვირუსი, გრიპის A და B ტიპი და რესპირატორულ-სინციტური ვირუსი. სიმპტომები - ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, საერთო სისუსტე, ზოგ შემთხვევაში, ადგილი აქვს ბრონქიტს და პნევმონიას. კორონავირუსულ ინფექცია მომატებული არ გახლავთ.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ბავშვებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, ასევე, არ უნდა დავივიწყოთ პირადი ჰიგიენა - ხელების ხშირი ბანვა და ამასთანავე, რეკომენდაციად რჩება, თავშეყრის ადგილებში ნიღბის გამოყენება“, - განაცხადა ლია ლაზარაძემ