საზოგადოება
01.12.2022 10:37
ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება, მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს ისეთი ავტომობილის მართვაც, რომლის ხმაური ან მინების დამუქება ნორმებს აღემატება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს, ამასთანავე, დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი.

  • ცვლილებები ეხება სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზრდასაც.
  • ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას.
  • გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისა, დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება - ე.წ. დრიფტი.
  • კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღეში ახალი რეგულაციები ამოქმედდება დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენების შემთხვევაშიც.
  • რაც შეეხება ხმაურთან დაკავშირებულ რეგულაციებს, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შევა ძალაში.
კვირის ამბები