საზოგადოება
01.12.2022 10:17
ე.წ. ძველი ხიდიდან ახალბაღამდე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა და საფეხმავლო ბულვარის მოწყობა იგეგმება

მდინარე მტკვრის კალაპოტში, ე.წ. ძველი ხიდიდან ახალბაღის ტერიტორიამდე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის შეცვლა, დასუფთავებისა და მიწის მოჭრის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება 214 გრძივი მეტრი ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა.

პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრ კედელზე დაგეგმილია მოაჯირების მოწყობაც.

პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე მონაკვეთზე საფეხმავლო ბულვარის მოწყობა იგეგმება.

 

კვირის ამბები