საზოგადოება
30.11.2022 13:04
გორში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო
გორში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები, პირველ ეტაპზე საახალწლო სანათების მონტაჟს სტალინის გამზირზე ახორციელებენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სადღესასწაულო დეკორაციებით ქალაქის თითქმის ყველა უბანი გაფორმდება.
უახლოეს დღეებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება მთავარი ნაძვისხის მონტაჟიც.

სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
კვირის ამბები