საზოგადოება
30.11.2022 12:24
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

30 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, პერიოდულად მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +7 გრადუსს მიაღწევს.

ღუბლიანობა, უნალექო ამინდი და +7 გრადუსია ნავარაუდევი გორში 1-ელ და 2 დეკემბერს.

3 დეკემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დღის საათებში მაქსიმალური +3, +6 გრადუსი დაფიქსირდება, 5 დეკემბერს ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი, 6-7 დეკემბერს კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა.

6 დეკემბერს, გორში, დღის საათებში მოსალოდნელია თოვლჭყაპიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +2 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები