საზოგადოება
30.11.2022 12:10
გორში ინკლუზიური სატრანსპორტო გეგმის შემუშავებასა და ავტობუსების მძღოლებად ქალების დასაქმებაზე იმსჯელეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ვიზიტის მიზანს ტრანსპორტის სააგენტოში გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა, ასევე სპეციფიკურ ტექნიკურ უნარებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

შეხვედრისას სტუმრებმა ისაუბრეს ინკლუზიური სატრანსპორტო გეგმის შემუშავებაზე, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებსა და ავტობუსის მძღოლებად ქალების დასაქმებაზე.

„საქართველოში აღნიშნულ პროექტს - „ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა (გენდერული სერვისები)“, შპს „იუაი“ ახორციელებს. რაც შეეხება სტუმრებთან დიალოგის მიზანს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობა და ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობის პირველადი შეფასება იყო. გორის გარდა, აღნიშნული პროექტი საქართველოს კიდევ 6 მუნიციპალიტეტში ხორციელდება“, - აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.
კვირის ამბები