ჩინეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს - მასობრივ ტესტირებას, მკაცრ ლოკდაუნებს, იძულებით კარანტინს და ციფრულ თვალთვალს აპროტესტებენ.
რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებს პოლიცია დაუპირისპირდა, რასაც პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა და ქუჩაში გამოსულები, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, მთავრობის გადადგომასაც ითხოვენ.
დემონსტრანტების განცხადებით, მკაცრი ლოკდაუნები ეკონომიკის ნგრევას და მასების მძიმე სოციალურ მდგომარეობას იწვევს.
პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ჩინეთის რეგიონის დედაქალაქში, ურუმჩიში (რომელიც მესამე თვეა ჩაკეტილია) მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და ლოკდაუნის გამო, მეხანძრეებმა ინციდენტის ადგილზე დროულად მისვლა ვერ შეძლეს, რის გამოც ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა და 10 ადამიანი დაიღუპა.
ამჟამად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ჩინეთის 20-მდე ქალაქში.