დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში, ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ცვლილება განხორციელდა სკოლის მასწავლებლებთან დაკავშირებითაც და მომდევნო წლიდან მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.