საზოგადოება
29.11.2022 11:30
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე, გამომცდელმა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც უნდა შეძლოს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციის თანახმად, გამომცდელის დავალების შესაბამისად, მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეძლოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით გამომცდელის დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოეთხოვებს ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით.

ცნობისთვის, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ტარდება, მეორე ეტაპი კი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

კვირის ამბები