საზოგადოება
03.10.2019 11:37
2020 წლისთვის აშშ ლტოლვილთა რაოდენობას ამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2019 წლის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც აშშ ლტოლვილთა რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

„როიტერი“-ს ცნობით ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ 4000 ლტოლვილს ერაყიდან, 1500 ლტოლვილს ჰონდურასიდან, გვატემალასა და ელ-სალვადორიდან, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან სულ 7500 ლტოლვილს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ 2-ჯერ მეტ ლტოლვილს იღებდა.

აშშ-ის მიგრაციის ისტორია 1850 წლიდან იწყება, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებილი რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზეზებით, საკუთარი ქვეყანა ათასობით ადამიანმა დატოვა და თავი ამერიკას შეაფარა.

კვირის ამბები