კულტურა
28.11.2022 16:22
გორის მერის მხარდაჭერით, სამაჩაბლოზე ახალი სიმღერა შეიქმნა
გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მხარდაჭერით, სამაჩაბლოზე ახალი სიმღერა შეიქმნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სიმღერას ანსამბლ „ლიახვთან“ ერთად მუსიკალური პროექტის - „ჯეოსტარი“ - გამარჯვებული თინათინ ჭულუხაძე ასრულებს, რომელიც წარმოშობით სამაჩაბლოდანაა და სიმღერის პრემიერაც უკვე შედგა.
სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, ლექსის ავტორი - პეტრე კოლხი.

„სამაჩაბლოზე ახალი სიმღერის შექმნის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები