კულტურა
28.11.2022 13:45
მორიგი პრემიერა გორის თეატრში - 3 და 4 დეკემბერს, მაყურებელი ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს იხილავს

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 3 და 4 დეკემბერს, მაყურებელი თანამედროვე რეჟისორის ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს იხილავს.

„ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“ - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელშიც გორის თეატრის  წამყვანი მსახიობები - მარი არღუთაშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

სპექტაკლი დიდ სცენაზე 19:00 საათზე დაიწყება. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

 

 

 

 

კვირის ამბები