რეგიონი
25.11.2022 14:41
შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, ხაშურის სრულყოფილად წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება
შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების მიმართულებაა. ამ ეტაპზე, ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ. წყალმომარაგების მილი, 45 კმ. წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე-ნაგებობა, რეზერვუარები და ა.შ.
„პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მისი დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები