საზოგადოება
25.11.2022 13:09
ხვალიდან გორში ტემპერატურის კლება და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბერს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +15 გრადუსს მიაღწევს.

ღრუბლიანობა და წვიმაა მოსალოდნელი გორში 26 ნოემბერს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.

პერიოდულად ნალექი, ღრუბლიანი ამინდი და +8 გრადუსი დაფიქსირდება კვირას, 27 ნოემბერს.

28 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე სინოპტიკოსები გორში უნალექო ამინდს და +8-11 გრადუსს პროგნოზირებენ, 2-4 დეკემბერს კი, კვლავ ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი და ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში.

კვირის ამბები