კულტურა
25.11.2022 12:58
„უჩინმაჩინის ქუდი“ - გორის თეატრში დღეს მორიგი საპრემიერო ჩვენება გაიმართება
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. დღეს და ხვალ, 25 და 26 ნოემბერს, გორის თეატრის სცენაზე მაყურებელი გიორგი ერისთავის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „უჩინმაჩინის ქუდი“ იხილავს.
თანამედროვე რეჟისორის, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლში მარი არღუთაშვილი, კახა ბერიძე, გიორგი გოგუაძე, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობენ.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გორის თეატრში დაგეგმილ პრემიერამდე, „უჩინმაჩინის ქუდი“ მაყურებელმა რუსთავის თეატრში კომედიის ფესტივალზე იხილა.
კვირის ამბები