საზოგადოება
25.11.2022 12:08
გორის თეატრის სკვერში მინი ბიბლიოთეკა - „წიგნის ბუდე“ განთავსდა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და „პროკრედიტ ბანკის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორის თეატრის სკვერში „წიგნის ბუდე“ განთავსდა.

სკვერში მოწყობილი ბიბლიოთეკიდან, ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, აიღოს ნებისმიერი წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით.

„აღსანიშნავია, რომ „წიგნის ბუდე“ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თემატური იერ-სახითაა წარმოდგენილი, გორის მინი ბიბლიოთეკას, სიმბოლურად, გორის ციხის სახე აქვს. მადლობა გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, იდეის გასახორციელებლად, საუკეთესო ადგილის გამოყოფისათვის ქალაქის ცენტრში. მადლობა საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს მირიან ხოსიტაშვილს, გოგა ჩანადირს და რა თქმა უნდა, „პროკრედიტ ბანკს“ ამ შესანიშნავი პროექტისთვის“, - აღნიშნავენ გორის საჯარო ბიბლიოთეკაში.
კვირის ამბები