საზოგადოება
24.11.2022 14:46
„ღვთისკაცი“ - გორში ახალი მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება
გორში ახალი მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება. ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ნექტარიოს ეგინელის, ცილისწამებასა და დევნაში განვლილი ცხოვრების შესახებ გადაღებული კინოსურათის ჩვენება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

ელენა პოპოვიჩის ფილმი „ღვთისკაცი“, რომელშიც მთავარ როლს ბერძენი მსახიობი არის სერვეტალისი ასრულებს, მოგვითხრობს წმინდა ნექტარიოს ეგინელის, მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი წმინდანის ცხოვრებას და მის მრავალ განსაცდელს, რომლის მიუხედავად წმინდანი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების, რწმენის ერთგული და შთააგონებს გარშემო მყოფ ადამიანებს.

ფილმის ჩვენება 25 ნოემბერს, ორ სეანსადაა დაგეგმილი. I ჩვენება -14:00 საათზე, მეორე კი 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
კვირის ამბები