საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გორში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია და პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე არსებული გზის პერიმეტრის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, სამუშაოები მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, მძღოლებს, გადაადგილებისას, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს