კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
რეგულაციების თანახმად, დაიხურა პარკები და მუზეუმები.
გასული 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ გუანჯოუსა და ჩუნცინში.
რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქს, გუში, პეკინში, კორონავირუსით ინფიცირების 1 438 შემთხვევა გამოვლინდა.
აღნიშნული სტატისტიკის ფონზე ამოქმედებული რეგულაციების პარალელურად, გამკაცრდა პეკინში შესვლის წესებიც და დედაქალაქში ჩასული ნებისმიერი პირი სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს