ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლებს 2023 წლის 1-ელი იანვრიდან უჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის, პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების შრომის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება.
უწყების ცნობით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში, საათში 4,4 ლარით, თვეში კი, საშუალოდ, 792 ლარით განისაზღვრება.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, 9 000-მდე ექიმი და 8 000-ზე მეტი ექთანი იღებს მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებ ხელფასს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლისთვის, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ექიმისთვის 9 ლარით, ექთნისთვის კი - 5,6 ლარით განისაზღვრება.