გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილების განაცხადების გაკეთების ვადა გაგრძელდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საჭირო დოკუმენტაციას 19 ნოემბრის ნაცვლად, 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღებს.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, ძევერის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები შენდება. საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
სააგენტოს ინფორმაციით, სახლების ფართობის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 6-სულიანი დევნილი ოჯახების განაცხადები მიიღება. შესაბამისი აპლიკაციის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები, ასევე, მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მისამართებზე: გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.