საზოგადოება
21.11.2022 10:59
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობას აღნიშნავს

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობას აღნიშნავს.

21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა: გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.

აღნიშნული დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა,  უმაღლეს იერარქიას სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ.

კვირის ამბები