შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, გორში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით სწავლება გამართეს.
აქტივობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს წითელი ჯვრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო სამსახურის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები.
ღონისძიება პროექტის - „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.
სწავლების მთავარ მიზანს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მომზადება, საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.