საზოგადოება
18.11.2022 14:53
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კიდევ შემცირდა

ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე 17 ნოემბერს გამართული ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა.

ლონდონის ბირჟაზე,  Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 89.78 (- 3.08) დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში კი Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 81.64 (- 3.95) დოლარი შეადგინა.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასის შემცირება ჩინეთში, ნავთობის უმსხვილეს მომხმარებელში მოთხოვნის შესუსტებას უკავშირდება, ასევე, ფასის კლების კიდევ ერთ ფაქტორად განიხილავენ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის რისკს.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის კლების ფონზე, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე, დღევანდელი მონაცემებით, ფასის კლების ტენდენცია ჯერ არ დაფიქსირებულა.

კვირის ამბები