გორის მწერალთა სახლში, პროექტის - „მწერლები ე.წ. საზღვრისპირა სკოლებში“ ფარგლებში, მორიგი ღონისძიება გაიმართა.
ლიტერატურული საღამო მწერალ ვაჟა შაქარაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
აქტივობას ესწრებოდნენ მერიის, ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს წარმომადგენლები, ე.წ. საზღვრისპირა სკოლების დირექტორები და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლები.
პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მშვიდობის, ერთიანობის და ამავდროულად, ვაჟა შაქარაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, სიმბოლურად გადაეცათ ნერგები სკოლების ეზოებში დასარგავად.
ორგანიზატორების თქმით, მწერალთა სახლი, შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორის, მწერალ ვაჟა შაქარაშვილის მიერ 2019 წელს დაწყებულ პროექტს მომავალშიც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, გორელი მწერალი, პუბლიცისტი ვაჟა შაქარაშვილი, გასულ წელს, კორონავირუსით გარდაიცვალა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება