17 ნოემბერს, გორელებმა შინ, ჩოხატაურის ,,ბახმაროს“ უმასპინძლეს, შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა.
ლიგა 3-ის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. ამ ლიგიდან, ლიგა 2-ში გადასვლისთვის მებრძოლი საფეხბურთო კლუბი „გორი“ კი, ჯერჯერობით ვერ ახერხებს ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრას.
კონკურენტთაგან, ამჟამად, „გორს“ და ,,ვარკეთილს“ 47-47 ქულა აქვთ. ერთი ქულით მეტი აქვს ხობის „კოლხეთს“.
მომდევნო ტურში, 24 ნოემბრს, ჩვენი გუნდი სწორედ ხობში ითამაშებს და აღნიშნულ მატჩს, ფაქტობრივად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ლიგა 2-ში გადასასვლელად. ბოლო ტურში, 1 დეკემბერს კი, ,,გორი“ შინ, ტყიბულის „მეშატეს“ შეხვდება.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს