საზოგადოება
18.11.2022 11:29
რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე გრძელდება, დაახლოებით 421 მეტრია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, უკვე დასრულდა ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა და ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. პროექტის შესაბამისად, მოწესრიგდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელებიც.

სამუშაოების ღირებულება 543 995 54 ლარს შეადგენს.

კვირის ამბები