რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
225 მეტრი სიგრძის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დამრეც რელიეფზე გადის. პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგება.
„ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, იგეგმება ასევე მიერთებების, ბეტონის ბორდიურების, სანიაღვრე ჭრილის, გაბიონის საყრდენი კედლის და მანქანების სადგომის მოწყობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთს, რომელიც მთლიანად გრუნტისაა და ნალექის დროს თითქმის გაუვალი ხდებოდა, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია.
პროექტის დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მძღოლებს და ქვეითებს აღარ შეაწუხებთ“, - აღნიშნავენ მერიაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ