მედიის განვითარების ფონდი ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით და The Critical Mass LLC-თან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების გუნდებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროექტო განაცხადებს განიხილავს ჟიური, რომელიც პირველ ეტაპზე გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს. მეორე ეტაპზე გადასული გუნდები თავიანთ პროექტებს ჟიურის წინაშე წარადგენენ დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართება.
გამარჯვებულ გუნდს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის პრიზი და ლეპტოპი გადაეცემა. მე-2 და მე-3 ადგილზე გასული სკოლები სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
საკონკურსო განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი. პროექტში ჩართვის მსურველები, დამატებითი კითხვების შემთხვევაში პასუხებს კომპეტენტური პირის მარიამ ახალკაცისგან მიიღებენ ტელეფონის ნომერზე: +995 32 2 11 20 26